ჩოგბურთი

0:47 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ნახევარფინალში დამარცხდა

ქართველი მარიამ ბოლქვაძის და ბრიტანელი ჰარიეტ დარტის მე-2 ნომრად განთესილი წყვილი თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა.

ბოლქვაძე და დარტი მე-4 განთესვის მქონე ამერიკულ დუეტს (ბეკტასი-ლი) გაეჯიბრნენ და მართალია, პირველ სეტში იმარჯვეს, საბოლოოდ, 6:4, 6:7 (4:7), 6:10 დამარცხდნენ.

წინასწარი მონაცემებით, ბოლქვაძე ანტალიაში რჩება და მომავალ კვირაში კიდევ ერთ 10-ათასიან ტურნირში ითამაშებს.

0.11459