მადრიდის “რეალს” წამყვანი ფეხბურთელი გარეტ ბეილი დაუშავდა. გამოცემა “ასის” ინფორმაციით, ბეილმა “სამეფო გუნდის” ბოლო ვარჯიში მუხლის ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა.
თუმცა, როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, უელსელი გარემარბის დაზიანება მძიმე არ უნდა იყოს და მას მოედანზე დაბრუნება 5 დღეში ისევ შეეძლება. მანამდე კი მას “ვალენსიასთან” ლა ლიგის კალენდარული მატჩი გაუცდება.
ბოლო დროს ბეილი ჩინებულ ფორმაში იყო და უკანასკნელ 4 მატჩში 3 გოლიც გაიტანა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელებმა გადამწყვეტი გოლი სწორედ უშუალოდ მისი აქტიურობის შედეგად შეაგდეს და ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.