ფეხბურთი

16:51 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ს ოთხ წევრს უფლებამოსილება შეუჩერდა, ყრილობა 28 ივნისს გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა. სხდომის წევრებმა 2016 წლის სფფ-ის ყრილობის თარიღი დაამტკიცეს. რიგით 26-ე ყრილობა 2016 წლის 28 ივნისს გაიმართება.

აღმასკომის სხდომაზე დღეს ასევე განიხილეს ფეხბურთის ფედერაციის წევრი ასოციაციების საკითხი. ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაციის ოთხ წევრს უფლებამოსილება შეუჩერდა: საფეხბურთო სკოლების ასოციაციას, ინვალიდ-ამპუტანტთა ლიგას, ბიჩ სოკერის ასოციაციას და ეზოს ფეხბურთის ასოციაციას.

ფეხბურთის ფედერაციამ მის თითოეულ წევრს მიმართა, წერილობით წარმოედგინათ საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია. სამმა წევრმა არ წარმოადგინა გეგმა. ინვალიდ-ამპტუტანთა ლიგამ კი არსებული ხარვეზების პარალელურად არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარა. ასეთ ვითარებაში სფფ-მ წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული წევრებისთვის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე 28 ივნისს დაგეგმილ სფფ-ს ყრილობაზე იმსჯელებენ.



სფფ-ს პრესსამსახური

0.11331