ფეხბურთი

16:33 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

აპრილის თვის საუკეთესოებად პაბლო ფრანკო და გურამ გოშთელიანი დაასახელეს

კომპანია Lider-Bet-მა და გაზეთმა “ლელომ” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის აპრილის თვის საუკეთესო მწვრთნელად “საბურთალოს” ესპანელი თავკაცი პაბლო ფრანკო, საუკეთესო ფეხბურთელად კი ამავე გუნდის შემტევი გურამ გოშთელიანი დაასახელეს.

ყოველთვიური საფეხბურთო დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს, “ბიბლუს გალერიში” გაიმართა. გოშთელიანს პრიზი ვლადიმერ გუცაევმა გადასცა, პაბლო ფრანკოს კი ოთარ გაბელიამ. ღონისძიებას ჟურნალისტები გია ტუხაშვილი და გიგა გვენცაძე უძღვებოდნენ.

მარტის თვეში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი პრიზი “სამტრედიას” თავკაცმა გია ცეცაძემ მიიღო, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი “საბურთალოს” ნახევარცველი გიორგი ხარაიშვილი გახდა.

0.114075