კალათბურთი

13:19 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეიდმა სკოტი პიპენს გადაასწრო

“მაიამი ჰიტის” ლიდერმა დუეინ უეიდმა ნბა-ს პლეი-ოფებში ჩაგებული ქულებით ლეგენდარულ სკოტი პიპენს გადაასწრო.

უეიდმა “ტორონტოსთან” (92:96) წაგებულ მატჩში 17 ქულა ჩააგდო და სულ ნბა-ს პლეი-ოფებში 3655 ქულა დაუგროვდა, ხოლო პიპენის ანგარიშზე - 3642 ქულაა. ამ მაჩვენებლით უეიდი მე-15 ადგილზე იმყოფება, 3663 ქულით მეთოთხმეტეზე დირკ ნოვიცკია.

ნბა-ს პლეი-ოფების საუკეთესო მექულე მაიკლ ჯორდანია – 5987.

0.115409