“ვალენსია” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ზენიტისა” და არგენტინის ნაკრების ცენტრალური მცველის, ეზეკიელ გარაის შეძენას შეეცდება – იუწყება ესპანური გამოცემა Deportevalenciano.
“ღამურებს” გარაის დამატება გასულ ზაფხულსაც სურდათ, მაგრამ მოლაპარაკებები ბოლო მომენტში ჩაიშალა, ხოლო ნიკოლას ოტამენდის ნაცვლად ნაყიდმა აიმენ აბდენურმა და ადერლან სანტოსმა აშკარად ვერ გაამართლეს. ამიტომაც, კლუბის ხელმძღვანელობა მოახლოებულ სატრანსფერო პერიოდში დაცვის სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს და გარაი ერთ-ერთ სასურველ ვარიანტად მიაჩნიათ.
გარაის რუსულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt–ის მიხედვით, 23 მილიონი ევრო ღირს.