ჩოგბურთი

20:51 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ბაუტისტა-აგუტი გაანადგურა

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა “მადრიდის” მასტერსის 1/8-ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი 6:2, 6:1 გაანადგურა. შეხვედრა საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. ნოლემ 8 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ესპანელს ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.

ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე რაონიჩი-ცონგას გამარჯვებულს შეხვდება.

მადრიდის მასტერსის საპრიზო ფონდი 4 771 360 ევროს შეადგენს.

0.131112