ფეხბურთი

15:01 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "სუარესზე უკეთესი ფორვარდი ვიყავი"

შოთა არველაძემ ერთ-ერთ თურქულ რადიოში განაცხადა, ლუის სუარესზე უკეთესი ფორვარდი ვიყავიო.

"დღესდღეობით საუკეთესო თავდამსხმელები არიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სერხიო აგუერო და რობერტ ლევანდოვსკი. რაც დანამდვილებით ვიცი, სუარესზე კარგი თავდამსხმელი ვიყავი. "აიაქსის" საუკეთესო ბომბარდირი გახლდით, მაგრამ სუარესმა არასამართლიანად გამისწრო".

როგორც წერია, შოთამ სიცილით თქვა ეს სიტყვები, მაგრამ აიტაცეს და თითქმის ყველა თურქულმა სპორტულმა საიტმა გაავრცელა.

125 მატჩში 72 გოლი - ეს შოთა არველაძის სტატისტიკაა "აიაქსში"; 158 მატჩში 111 გოლი - ეს სუარესის. სხვადასხვა დროს, ორივემ 4-4 სეზონი გაატარა ამსტერდამულ გრანდში.

0.116192