“კლივლენდ კავალიერსის” ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების სიაში “სან ანტონიო სპურზის” ერთ-ერთ ლიდერ ტიმ დანკანს გადაასწრო.
“ატლანტა ჰოუქსთან” სერიის მე-2 მატჩში, რომელიც კლივლენდელებმა 123:98 მოიგეს, ჯეიმსმა 27 ქულა ჩააგდო და საპლეიოფო მონაგარი 5 163 ქულამდე აიყვანა, რისთვისაც მხოლოდ 184 მატჩის ჩატარება დასჭირდა. დანკანის მაჩვენებლები ასეთია: 247 თამაში, 5 146 ქულა.
საერთო ჩამონათვალში ლებრონი მე-5 პოზიციაზეა, ლიდერთა ოთხეული კი ასე გამოიყურება: 1. მაიკლ ჯორდანი – 5 987 ქულა (179 მატჩი); 2. კარიმ აბდულ-ჯაბარი – 5 762 (237); 3. კობი ბრაიანტი – 5 640 (216); 4. შაკილ ო’ნილი – 5 250 (216).