გამოქვეყნდა ფიფას რეიტინგი და საქართველოს ეროვნული ნაკრები ისევ 123-ე ადგილზეა, ან კი, რა უნდა შეცვლილიყო, როცა სანაკრებო თამაშები ბოლო ერთ თვეში მთელ მსოფლიოში თითქმის არ გამართულა.
უშუალოდ ევროპის ქვეყნებს შორის კი, საქართველო 44-ე საფეხურზეა და 9 ნაკრებს უსწრებს: აზერბაიჯანს, ლიტვას, მაკედონიას, ლუქსემბურგს, მოლდოვას, მალტას, ლიხტენშტაინს, სან მარინოსა და ანდორას. გიბრალტარი კი ფიფას წევრი არაა.
გადაადგილებები არ მომხდარა რეიტინგის თავშიც: ოცეული უცვლელი დარჩა. აქვე, ათეული და ის ნაკრებები, რომლებიც საქართველოს მეტოქეები იქნებიან მომდევნო შესარჩევ ციკლში.
1 (1). არგენტინა - 1532
2 (2). ბელგია - 1352
3 (3). ჩილე - 1348
4 (4). კოლუმბია - 1337
5 (5). გერმანია - 1309
6 (6). ესპანეთი - 1277
7 (7). ბრაზილია - 1251
8 (8). პორტუგალია - 1184
9 (9). ურუგვაი - 1158
10 (10). ინგლისი - 1069
11 (11). ავსტრია - 1067
24 (24). უელსი - 839
31 (31). ირლანდია - 792
55 (55). სერბეთი - 581
123 (123). საქართველო - 289
156 (156). მოლდოვა – 181