იღბლიანი ფეხი აქვსო, ავსტრალიელ მეკარე მარკ შვარცერზე უნდა ითქვას. ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის ჩემპიონი და თანაც ისე, რომ ერთი წუთიც კი არ უთამაშია. შარშან "ჩელსიში" მოიპოვა ტიტული, ახლა კი - "ლესტერში".
შვარცერი 43 წლისაა და 1996 წლიდან თამაშობს პრემიერლიგაში: "ჩელსისა" და "ლესტერის" გარდა, იყო "ბრედფორდში", "მიდლსბროში", "ფულემში". მას 109 მატჩი ჩაუტარებია ავსტრალიის ნაკრებში და ამ მხრივ რეკორდსმენია.
2013 წელს შვარცერი ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ხანდაზმული დებიუტანტი გახდა: მაშინ 41 წლისა და 66 დღისა იყო.