ფეხბურთი

20:51 | 3.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტონი წერტილს სვამს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ლუკა ტონი კარიერას ასრულებს. 38 წლის ფორვარდი ხვალ სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს და სწორედ იქ გამოაცხადებს მიღებულ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ აქტიურად იტყობინება იტალიური მედია. ტონი, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს 39 წლის ხდება, ამჟამად “ჰელას ვერონას” რიგებში ირჯება, მაგრამ მიმდინარე სეზონი თავისი გუნდის დარად მთლიანად ჩაუვარდა – 19 თამაში, 5 გოლი.

ტონის კარიერის საუკეთესო წლები ფლორენციის “ფიორენტინასა” და მიუნხენის “ბაიერნში”გაუტარებია. 2006 წელს კი, ევროპის საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებული პრიზი, “ოქროს ბუციც” მოიგო. იმავე წელს, იგი იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. “სკუადრა აძურას” ღირსება ტონიმ 2004-2009 წლებში 47 მატჩში დაიცვა და 15 გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, ვეტერან ფორვარდს მიმდინარე სეზონისგან განსხვავებით, წინა ორი სეზონი წარმატებული ჰქონდა და “ვერონას” მაისურით ჩატარებულ 72 შეხვედრაში 42 გოლის გატანა მოახერხა.

0.128828