ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 4 771 360 ევრო) წყვილთა ბადეში ჩაება, თუმცა, პირველივე წრეში მარცხი განიცადა.
კალაშნიკოვა და ტაივანელი სუ-ვეი ჰსიე ესპანელ ლარა არუაბარენას და იტალიელ სარა ერანის გაეჯიბრნენ და 4:6, 3:6 წააგეს.