“ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი დღეს, “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” ლონდონური დერბის ყურებას არ აპირებს. ამის შესახებ იტალიელმა სპეციალისტმა ინგლისურ მედიას განუცხადა.
“ტოტენჰემი” – “ჩელსის” არ ვუყურებ. ამას სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ იტალიაში დედაჩემის მოსანახულებლად მივდივარ და ამიტომ, არ მეცლება”, - თქვა რანიერიმ.
მოგეხსენებათ, “ლესტერი” ჩემპიონი შესაძლოა, დღეს საღამოს გახდეს. ეს, იმ შემთხვევაში მოხდება თუ, “ტოტენჰემი” “ჩელსის” ვერ დაამარცხებს.