კალათბურთი

13:36 | 2.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის 12 ქულა, 7 მოხსნა და გასვლითი გამარჯვება ტრაბზონში

თურქეთის ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა ვიქტორ სანიკიძის „ტედ კოლეჯლილერმა“. ქართველი ფორვარდის გუნდი სტუმრად „ტრაბზონსფორს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში გვარიანად ჩამორჩებოდა, საკმაოდ იოლად დაამარცხა – 79:63.

შეხვედრის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ანკარელებმა 39:21 მოგეს. ქართველი ფორვარდი „ტედ კოლეჯლილერის“ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 30:28 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანიკიძეს გამარჯვებულთაგან მხოლოდ მარკო ტომასმა აჯობა, რომელმაც 34 წუთში 19 ქულა და 5 მოხსნა მითვალა.

9 მოგებითა და 19 მარცხით სანიკიძის გუნდი 16 გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს ანკარელები 4 მაისს ითამაშებენ. „ტედ კოლეჯლილერი“ ლიდერ „ანადოლუ ეფესს“ უმასპინძლებს.

www.gbf.ge

0.14743