სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭიდაობა

2:33 | 2.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კურტანიძე და ლომაძე – ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები

1 მაისს ბათუმში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონის მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.

ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებიდან ჩეპიონი იური ლომაძე (74) გახდა, ამავე წონაში კი ბრინჯაოს მედალი მინდია ბოლქვაძემ მოიპოვა. მეორე დღეს კი ტურნირის გამარჯვებული გიორგი კურტანიძე (66) გახდა.

ტურნირში მონაწილეობა 10 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, უკრაინა, გერმანია, ირანი, ისრაელი, საქართველო.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 50 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, პირველზე თურქეთი გავიდა, მეორე ადგილი კი რუსეთმა დაიკავა.

მუხრან ვახტანგაძის ტურნირის შედეგები

50 კგ.

  1. მურატ ჩანკაია (თურქეთი) 2. ემინ სეტერშაევი (რუსეთი) 3. სამველ ჰარობიანი (სომხეთი) და ალი ესოღლუ (თურქეთი)

55 კგ.

  1. ედგარ ტამაზიანი (სომხეთი) 2. სერგეი სილკინი (რუსეთი) 3. რუდიკ პოღოსიანი (რუსეთი) და გარიკ გიგოლიანი (რუსეთი)

60 კგ.

  1. ტაბ ჰამედი (ირანი) 2. ანტონ კუცენკო (უკრაინა) 3. ერიკ ტორბა (უნგრეთი) და მეგმეტ ჩეკერი (თურქეთი)

66 კგ.

  1. გიორგი კურტანიძე (საქართველო) 2. მალხაზ ამოიანი (სომხეთი) 3. ალენ მირზოიანი (რუსეთი) და ნამაზ რუსტამოვი (აზერბაიჯანი)

74 კგ.

  1. იური ლომაძე (საქართველო) 2. არსლან ჩენგიზი (თურქეთი) 3. მინდია ბოლქვაძე (საქართველო) და ზოლტან ლევაი (უნგრეთი)

84 კგ.

  1. პაპ ბერტალანი (უნგრეთი) 2. ალი ჩელიკი (თურქეთი) 3. ალი ჩენგიზი (თურქეთი) და ვლადისლავ პრიშჩეპა (უკრაინა)

96 კგ.

  1. ჰოსეინ ამიჰოსეინი (ირანი) 2. ერკან ჩელიკი (გერმანია) 3. სულეიმან ერბაი (თურქეთი) და იური შიშკოვი (რუსეთი)

120 კგ.

  1. ოზმან ილდირიმი (თურქეთი) 2. გაჯი მაგომედოვი (რუსეთი) 3. ალმას ფერენცი (უნგრეთი) და ადამ ჯალილოვი (აზერბაიჯანი)

სრული შედეგები

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112857