ფეხბურთი

20:30 | 30.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრონ-დელი 7-8 თვეს გამოტოვებს

“სევილიასა” და დანიის ნაკრების ნახევარმცველი მიკაელ კრონ-დელი “შახტართან” მიღებული დაზიანების გამო, დაახლოებით 7-8 თვე ვერ შეძლებს თამაშს.

32 წლის ფეხბურთელი ევროპა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში 59-ე წუთზე ევგენი კონოპლიანკას ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე, მაგრამ დაახლოებით 10 წუთში საშინელი ტრავმა (მუხლი ამოიგდო) მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ფეხბურთელს გუშინ ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და სარეაბილიტაციო კურსი დაახლოებით 7-8 თვე გასტანს. ის “დალაქების” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ოპერაციის დასრულებისთანავე მოინახულა და სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

კრონ-დელი “სევილიაში” სეზონის დაწყების წინ “სელტადან” გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში 4 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

0.152683