სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

13:03 | 30.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლას მხოლოდ ჩიქოვანი აგრძელებს

რუმინეთის ჩემპიონატში მონაწილე სამი ქართველი ხელბურთელიდან ჩემპიონობისთვის ბრძოლას შემორჩა მხოლოდ ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარა, რომელმაც მეოთხედფინალურ სერიაში სტიაუასთან ანგარიში გაათანაბრა 1-1. მეორე მატჩიც წააგეს ვლადიმერ რუსიას ოდორჰეიმ და შოთა თევზაძის რეშიცამ.

ტიმიშოარას პოლიტექნიკას მეოთხედფინალის პირველი მატჩი სტუმრად წაგებული ჰქონდა (26-29), ხოლო მეორე თამაში შინ 30-37 მოიგო (ჩიქოვანმა 2 გოლი გაიტანა). ბურთების სხვაობას აქ მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ბრძოლა ორ მოგებამდეა და გადამწყვეტი მატჩი 4 მაისს გაიმართება ბუქარესტში, იმიტომ, რომ სტიაუამ რეგულარულ სეზონში უკეთესი ადგილი დაიკავა.

ოდორჰეი შეკუიეცმა მეორედაც წააგო პოტაისა ტურდასთან (შინ 23-26, სტუმრად 28-36), ვლადიმერ რუსიამ კი სეზონი ბოლო მატჩში გატანილი 1 გოლით დაასრულა.

საქართველოს ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი რეშიცა ასევე ორჯერ დამარცხდა ბუქარესტის CSM-სთან (29-30, 22-26).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.141397