ჭადრაკი

1:01 | 30.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის წინ

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე “ნონას თასის” ბოლო ტურის წინ, 6.5-6.5 ქულით 2 მონაწილე დაწინაურდა: ისრაელის წარმომადგენელი ემილ სუტოვსკი (2622) და სომეხი ჰოვანეს გაბუზიანი (2593).

ებრაელმა მოჭადრაკემ თეთრი ფიგურებით მერაბ გაგუნაშვილს (2569) სძლია, ხოლო გაბუზიანმა შავებით ბულგარელ კირილ გეორგიევს (2631) აჯობა.

ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი (5.5 ქულა) მერაბ გაგუნაშვილს, კონსტანტინე შანავას (2516) და ლევან ფანცულაიას (2604) გააჩნიათ, რომელთაც, დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მე-5, მე-6 და მე-7 ადგილები უკავიათ.

საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2672) 5.0 ქულით, კიდევ 12 მოჭადრაკესთან ერთად, რომელთა შორის ირაკლი ბერაძე (2425), შოთა აზალაძე (2470), ლუკა პაიჭაძე (2560), გიგა ყუფარაძე (2442) და სალომე მელიაც (2420) არიან, მეშვიდე-მეოცე პოზიციებს ინაწილებს.

უკანასკნელ მე-9 ტურში, რომელიც 30 აპრილს გახლავთ დაგეგმილი, შემდეგ პარტიებს გამოვარჩევთ: ჟიგალკო (2647) – სუტოვსკი (2622), გაბუზიანი (2593) – რომანოვი (2635), გაგუნაშვილი (2569) – ფანცულაია (2604), შანავა – ბორუჩოვსკი (2546), ჯობავა – ყუფარაძე, მელია – პაიჭაძე, აზალაძე – ბერაძე.

0.121564