ჭიდაობა

0:31 | 30.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯულაყიძემ და მაჭარაშვილმა ბაქოს ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს

29 აპრილს ბაქოში დასრულდა აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის გათამაშება. ტურნირის ბოლო დღეს ხალიჩაზე ახალგაზრდა თავისუფალი სტილით მოიჭიდავეები გავიდნენ და ქართულმა დელეგაციამ 5 მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები ივერიკო ჯულაყიძე (66) და გივი მაჭარაშვილი გახდნენ (97), ტარიელ გაფრინდაშვილმა (74) და ზაურ ბერაძემ (84) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ბრინჯაოს კი ზურიკო ურთაშვილი (120) დაეუფლა.

მესამე ადგილისათვის შეხვედრები დათმეს გიორგი ღონიაშვილმა (50), თეიმურაზ ვანიშვილმა (55), გიორგი პასიკაშვილმა (60), ნიკა კენჭაძემ (74) და მექი სიმონიამ (84).

გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი გოგშელიძე გახლდათ, მწვრთნელები – დავით ოთიაშვილი და გელა საღირაშვილი, ხოლო მსაჯი – მიხეილ გრძელიძე.

0.128655