ფეხბურთი

20:27 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრონ-დელისთვის სეზონი დასრულებულია

დანიის ეროვნული ნაკრების და "სევილიას" შემტევი ნახევარმცველი მიკაელ კრონ-დელი 7-8 თვის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

დანიელმა მუხლის სერიოზული ტრავმა "შახტართან" ევროპა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში მიიღო და ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც კლუბის ექიმები აცხადებენ, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.

მიმდინარე სეზონში მიკაელმა 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. კრონ-დელი ტრავმის გამო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

0.114149