ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" ნახევარმცველი დელი ალი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
"სპურსის" ფეხბურთელმა "ვესტ ბრომვიჩის" მოთამაშე კლაუდიო იაკობიზე იუხეშა და სადისციპლინო კომიტეტმა ალის სეზონი დაუმთავრა. დელი "ტოტენჰემს" "ჩელსისთან", "საუთჰემპტონთან" და "ნიუკასლთან" ვერ დაეხმარება.
მიმდინარე სეზონში ინგლისელმა 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.