“ბარსელონას” 31 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ 50-მილიონიან კონტრაქტზე უარი თქვა, აღნიშნულ ინფორმაციას EL Mundo Deportivo ავრცელებს.
წყარო ცნობით, მასკერანოს გადაბირება ერთ-ერთ ჩინურ კლუბს სურს, თუმცა როგორც ჩანს, არგენტინელს ჩინეთში თამაში არ უნდა.
ფეხბურთელს “ბარსასთან” კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.