ნიქოზიის აპოელი კვიპროსის ჩემპიონი გახდა. ბოლოდან მესამე ტურში 2:0 სძლიეს მდევარ აეკ ლარნაკას და ვადამდე ადრე გაინაღდეს პირველი ადგილი. როგორც იცით, აპოელ-ს თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში თემურ ქეცბაია წვრთნიდა, თუმცა ერთი კვირის წინ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად, დროებით გეორგიოს კოსტისი დაინიშნა.
აპოელი ზედიზედ მეოთხედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მთლიანობაში კი ეს 25-ედ მოახერხა.