“ჰიუსტონ როკეტსის” ცენტრის დუაიტ ჰოვარდის გადაბირებას “მილოუკი”, “ორლანდო”, “პორტლენდი” და “ჰორნეტსი” შეეცდებიან, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
ჰოვარდს “ჰიუსტონთან” კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.
ჰოვარდმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერა 2004 წელს “ორლანდოში” დაიწყო, შემდეგ 2012 წელს “ლეიკერსში” გადავიდა და 2013 წლიდან “ჰიუსტონის” ღირსებას იცავს.