მადრიდის “რეალის” ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დარჩენილ მატჩებში მონაწილეობა ვერ შეძლოს. როგორც “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ფრანგ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინა, რომ ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. “რეალის” სამედიცინო შტაბი ბენზემას გამოჯანმრთელების ვადას ჯერჯერობით ვერ ასახელებს. ესპანური საინფორმაციო საშუალებების ცნობით კი, საუკეთესო შემთხვევაში ქარიმი მწყობრში ჩადგომას მაისის ბოლოსთვის შეძლებს.
28 წლის შემტევმა ტრავმა “მანჩესტერ სიტისთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში (0:0) მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა.