საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა (1998 წელს დაბადებულები და უმცროსები) სლოვაკეთში მიმდინარე რვაგუნდიან ტურნირზე მესამე მატჩი ჩაატარა და უკრაინასთან 0:0 დაასრულა. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილებმა ჯგუფის წინა შეხვედრებში ასეთი შედეგი აჩვენეს: აშშ-სთან 1:5 წააგეს, სლოვაკეთთან 1:1 ითამაშეს.
ქართველები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ, მაგრამ გააგრძელებენ ბრძოლას ტურნირეზე მეხუთე ადგილის მოსაპოვებლად. ხვალ საქართველო ნორვეგიას ეთამაშება და ამ წყვილის გამარჯვებული მეხუთე ადგილისთვის მატჩში მაკედონია-უკრაინას შორის მოგებულს შეხვდება.
ისიც ვთქვათ, რომ ყიფიანის ნაკრებში მეტწილად 1999 წელს დაბადებულები თამაშობენ.