ჭიდაობა

23:40 | 27.04.2016 | ნანახია 3254 - ჯერ

წურწუმიამ და მელიამ აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასზე იმარჯვეს

ჭაბუკების მსგავსად წარმატებით იასპარეზა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბაქოში გამართულ აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასზე, სადაც 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებულები ნუგზარ წურწუმია (50) და გიორგი მელია (96) გახდნენ, რომლებმაც ფინალში, შესაბამისად, ყირგიზი სარდარ კონუსბაიევი (3:2) და უკრაინელი ვლასლენ კოზლიუკი (9:0) დაამარცხეს.

ფინალური ორთაბრძოლა მასპინძელ ნოფელ ბაბაიევთან დათმო დავით ჩხარტიშვილმა (55) და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მესამე ადგილისათვის შეხვედრაში იური ლომაძემ (74) თანაგუნდელი მინდია ბოლქვაძე 6:3 დაამარცხა. მის გარდა ბრინჯაოს მედლები ირაკლი შავაძემ (60) და გურამ ხეცურიანმაც (84) მოიპოვეს. ბრინჯაოსთვის შეხვედრები დათმეს დავით გოგიძემ (84), გიორგი მარშანიამ და გიორგი ბარბაქაძემ (ორივე 96) და თენგიზ ძებნიაურმა (120).

ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 59 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა აზერბაიჯანის ნაკრებს. მესამეზე თურქეთი გავიდა 56 ქულით.

გამარჯვებულ მოჭიდავეებს 500 დოლარი ერგოთ, მეორეადგილსნებს – 250, მესამეადგილოსნებს კი – 150.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე გახლდათ, ხოლო მწვრთნელები – გიორგი ჯინჭველაშვილი, ოთარ ფევაძე და მუხრან მაჭუტაძე.

28 აპრილს აზერბაიჯანულ ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკები გავლენ.

www.wrestling.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:01 | 28.04.2016
არჩილ სოხუმელი (2357)

ველოდი ჩვენი სუმოისტების თანრიგს საიტstripslashes((strlen('www.worldsoprt.ge')>0?' www.worldsoprt.ge':' www.worldsoprt.ge'))
მოვიძიე რუსულ საიტზე stripslashes((strlen('www.japan-sumo.ru')>0?' www.japan-sumo.ru':' www.japan-sumo.ru')) მგონია დაგაინტერესებთ:
0?'>http://www.japan-sumo.ru/?q=node/2425':'>http://www.japan-sumo.ru/?q=node/2425'))
Японская Ассоциация сумо обнародовала бандзукэ к Летнему турниру (см. «Результаты соревнований»).

Хакухо вернулся на самую высокую позицию первого йокодзуна Востока.

Кисэносато стал первым среди равных озэки.

Котоюки и Икиой впервые удостоены третьего иерархического звания сэкивакэ.

Кайсэй впервые получил звание комусуби.

Сёдай улучшил личный рекорд, поднявшись на позицию второго маэгасира Востока.

Аоияма остался третьим маэгасира Востока, Тотиносин назначен четвертым маэгасира Запада, Амур – двенадцатым маэгасира Запада, Гагамару – пятнадцатым маэгасира Востока.

В высший дивизион макуути переведены из дзюрё Осунаараси, Эндо, Нисикиги и Сэйро.

25-летний Нисикиги дебютирует в макуути.

В дзюрё выбыли Сатояма, Китатайки, Акисэяма и Тойохибики.

Пионер российского профессионального сумо Аврора опустился в четвертом дивизионе (сандаммэ) на позицию 94-го борца Востока.

Нацу басё начнется 8-го мая.
ტოჩი დასავლეთის მე-4 მაეგაშირაა, გაგამარუ აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა.

0.067611