ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელსაც ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მე-3 განთესვა გააჩნია, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მეტრეველს “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახ დენის ხასანოვთან მატჩში განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნია და 6:1, 6:3 იმარჯვა. მომდევნო წრეში ალექსანდრეს პირისპირ ბელარუსი ანდრეი ვასილევსკი დადგება.
წყვილთა შეჯიბრში პირველი განთესვის მქონე მეტრეველმა და რუსმა მარკოს კალოველონისმა რუს ალექსანდერ ვასილენკოს და არგენტინელ მატიას ზუკასს 6:4, 3:6, 10:5 სძლიეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ყაზახებს – ხაბიბულინს და პოპკოს ეთამაშებიან.
რაც შეეხებათ გიორგი ცივაძეს და უკრაინელ გლებ ალეკსეენკოს, ისინი მე-2 რეიტინგით მოასპარეზე სერბულ-ბელარუს დუეტთან (იანკოვიჩი-ვასილევსკი) 3:6, 2:6 დამარცხდნენ.