"პარი სენ ჟერმენის" მცველ ტიაგო სილვას კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლა სურს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. 31 წლის ფეხბურთელი მზადაა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ესპანელებს შეუერთდეს.
ბრაზილიელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მიმდინარე სეზონში 30-დან 20 მილიონ ევრომდე დაეცა. 2015/16 წლების სეზონში სილვამ 42 მატჩი ჩაატარა და თავი თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.