კალათბურთი

16:11 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სკოტ ბრუქსი “ვაშინგტონის” მწვრთნელი გახდა

50 წლის სკოტ ბრუქსი “ვაშინგტონ ვიზარდსს” გაწვრთნის, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. დედაქალაქური კლუბისთვის ბრუქსი 24-ე მწვრთნელია.

ESPN-ის ცნობით, “ვაშინგტონმა” და ბრუქსმა 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რაშიც მწვრთნელი 35 მილიონ დოლარს მიიღებს.

ბრუქსი აქამდე “დენვერს”, “საკრამენტოს” და “ოკლაჰომას” წვრთნიდა. 50 წლის სპეციალსიტი 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

0.134335