ფეხბურთი

15:51 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი მაჰრეზით ამაყობს

"ლესტერის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გუნდის შემტევი ნახევარმცველით რიად მაჰრეზით ამაყობს. ალჟირელი გახდა პირველი აფრიკელი მოთამაშე, რომელიც პრემიერლიგაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"მაჰრეზით ძალიან ვამაყობ. გაინტერესებთ რატომაა იგი საუკეთესო? რიადი თავის თავს ყოველთვის ეკითხება, რა უნდა გააკეთოს პროგრესისათვის. იგი ფანტასტიკური ფეხბურთელია და "ლესტერი" მაღალი დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული." - ციტირებს რანიერის სიტყვებს Yahoo Sports-ი.

მიმდინარე სეზონში მაჰრეზმა 36 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 18 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2014 წელს, "მელიების" ახალშენაძენი რიადის სატრანსფერო ღირებულება 1.25 მილიონი ევრო გახლდათ, ახლა კი ფეხბურთელი 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.

0.126597