ბათუმში მიმდინარე ქალთა გრან-პრის III ეტაპის 6 ტურის თავზე წინ მარია მუზიჩუკი (2555) გაიჭრა. უკრაინელმა მოჭადრაკემ თეთრი ფიგურებით რუსი ოლგა გირია (2442) დაამარცხა და 4.0 ქულით პირველ ადგილზეა.
ლიდერს 0.5 ქულით ერთბაშად 5 მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთა შორის ნანა ძაგნიძეც (2535) იმყოფება. საქართველოს ნაკრების ლიდერმა თეთრებით თანაგუნდელ ნინო ბაციაშვილს (2476) სძლია და დამატებითი მაჩვენებლებით, მესამეა.
საინტერესოა, რომ მე-6 ტურში ყაიმით ერთადერთი პარტია დასრულდა: ბელა ხოტენაშვილი (2493) რუს ვალენტინა გუნინას (2497) დაუზავდა, თუმცა, 2.0 ქულით უკანასკნელ მე-12 პოზიციაზე რჩება.
ბაციაშვილი 2.5 ქულით მეათეა, ასეთივე მონაგარის მქონე ლელა ჯავახიშვილი (2489) კი მე-8 ადგილამდე დაქვეითდა. ლელამ თეთრი ფიგურებით ჩინელ ქსუე ჟაოსთან (2504) წააგო.
მე-7 ტურში, რომელიც 27 აპრილს შედგება, ბაციაშვილი ჯავახიშვილს შეხვდება, ძაგნიძე და ხოტენაშვილი კი შავებით ითამაშებენ, შესაბამისად, გირიასთან და ჟაოსთან. საინტერესოა, პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი ანა მუზიჩუკის და გუნინას პარტიაც.
მსოფლიოს ქალთა გრან პრის III ეტაპი. ბათუმი (საქართველო), 19 აპრილი-3 მაისი
VI ტური
ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2557) – ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2445) 1:0
მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561) – ოლგა გირია (რუსეთი, 2442) 1:0
ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2535) – ნინო ბაციაშვილი (საქართველო, 2476) 1:0
ლელა ჯავახიშვილი (საქართველო, 2489) – ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2504) 0:1
ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2493) – ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2497) 0:5:0.5
ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555) – ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2453) 1:0
სატურნირო მდგომარეობა
4.0 – ა.მუზიჩუკი
3.5 – გუნინა, ძაგნიძე, ჟაო, კოსტენიუკი, სკრიპჩენკო
3.0 – გირია
2.5 – ჯავახიშვილი, მ.მუზიჩუკი, ბაციაშვილი
2 – დანიელიანი, ხოტენაშვილი
VII ტური, 27 აპრილი
სკრიპჩენკო – კოსტენიუკი
გუნინა – ა.მუზიჩუკი
ჟაო – ხოტენაშვილი
ბაციაშვილი – ჯავახიშვილი
გირია – ძაგნიძე
დანიელიანი – მ.მუზიჩუკი