სუპერლიგის მონაწილე ,,ოლიმპის“ ახალგაზრდა ფორვარდ კახა ტომარაძისთვის (13.04.1995, 201 სმ) 2015-2016 წლების საკალათბურთო სეზონი ნაადრევად დასრულდა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელის ლეონიდ ივატინის ერთ-ერთმა თანაშემწემ, ვეტერანმა კალათბურთელმა ირაკლი მაისურაძემ განუცხადა.
,,კახას ხერხემლის თიაქარი აქვს და ოპერაცია სჭირდება. ამიტომ იგი მიმდინარე სეზონზე ვეღარ ითამაშებს“,- გვითხრა მაისურაძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ოლიმპი“, რომელმაც რეგულარული პირველობა მეშვიდე ადგილით დაასრულა, ასპარეზობას მეხუთე-მერვე ადგილებისათვის აგრძელებს.