ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ ყაზახურ შიმკენტში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო.
მე-3 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ ყაზახი გოზალ აინიტდინოვა 6:4, 3:6, 7:6 (7:5) დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ უზბეკ კომოლა უმაროვას ეთამაშება.
წყვილებში ქვაცაბაიამ და უზბეკმა საბინა შარიპოვამ ყაზახ ეკატერინა კლიუევას და მოლდოველ ოლგა ტერტეაკს 6:2, 6:1 მოუგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახებს – შევჩენკოს და ტალუენკოს დაუპირისპირდებიან.
შვეიცარიაში, კიაზოს 25-ათასიან ტურნირში მოსინჯავს ძალებს ეკატერინე გორგოძე. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში მე-7 რეიტინგის მქონე ფრანგ ფიონა ფეროს ეთამაშება.