ჭადრაკი

17:34 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა რიცხვი ოთხამდე შემცირდა

ოთხამდე შემცირდა ლიდერთა რიცხვი ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ნონას თასის A ტურნირის გათამაშებაში. 4-დან 3.5 ქულით მეწინავე პოზიციებს ინარჩუნებენ: ემილ სუტოვსკი (ისრაელი), კონსტანტინე შანავა (საქართველო), ევგენი რომანოვი (რუსეთი) და ტიგრან ჰარუთინიანი (სომხეთი).

ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აქვს სალომე მელიას. მომდევნო ტურში ყურადღების ცენტრში: შანავა – რომანოვის და ჰარუთინიან – სუტოვსკის შეხვედრა იქნება.

B ტურნირს კი ქულათა მაქსიმუმით ცოტნე მამულაშვილი ლიდერობს. ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ აქტივში: ლევან ბაბუხადიას და მერაბ ცომაიას.

0.117641