ფეხბურთი

22:30 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელებმა სლოვაკური ტურნირი მარცხით დაიწყეს

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სლოვაკეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი აშშ-თან მარცხით დაიწყო. გიორგი ყიფიანის გუნდი, რომელიც სანახევროდ ერთი წლით უმცროსი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მეტოქესთან 1:5 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ჩოჩიშვილი, ბულუხაძე, ლოჩოშვილი, კუცია (ქოჩორაშვილი 64), საღრიშვილი (მოლაშვილი 74), ფოჩხუა, ჩაკვეტაძე (მეგრელაძე 64), ქავთარაძე, ლაკვეხელიანი (კობოური 41), მალი, ჩოგაძე სათადარიგოები: ისიანი, ბურჯანაძე, ბუღრიძე, ხუბაშვილი, ჭურაძე.
ქართველთაგან ერთადერთი გოლი თავისივე მოპოვებული პენალტით თემურ ჩოგაძემ გაიტანა 50-ე წუთზე. მომდევნო შეხვედრას საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 26 აპრილს მასპინძელ სლოვაკეთთან გამართავს.
ტურნირის სხვა მატჩები ასეთი შედეგებით დასრულდა: რუსეთი - ჩეხეთი 4:0, ნორვეგია - მაკედონია 0:0, სლოვაკეთი - უკრაინა 1:1.
სფფ-ს პრესსამსახური

0.125889