ფეხბურთი

15:27 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: “წინ სამი ფინალი გველოდება”

“ლესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის მიაჩნია, რომ მის გუნდს ტიტული ჯერაც არ მოუგია და პრემიერლიგაში გუნდს სამი ფინალი სათამაშო აქვს. ამის შესახებ მან fox sports-ს “სუონსისთან” (4:0) მოგებული მატჩის შემდეგ განუცხადა.

“ჯერ არაფერი მოგვიგია. ჩვენი კონკურენტი “ტოტენჰემია”, რომელმაც აქამდე ყველა თამაში მოიგო და მოდუნების უფლება არ გვაქვს. წინ სამი ფინალი გველოდება. ულოა? – ოქროს ბიჭია. იგი შარშან გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო”, - თქვა რანიერიმ.

პრემიერლიგის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, “ლესტერი” კი მდევარ “ტოტენჰემს” რვა ქულით უსწრებს. თუმცა, “დეზებს” ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, რომელსაც დღეს, “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” გამართავენ.

0.151367