კალათბურთი

12:19 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კავალიერსი” და “სან ანტონიო” მეოთხედფინალში გავიდნენ (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ოთხი შეხვედრა გაიმართა. “სან ანტონიომ” “მემფისს” სერია მშრალზე 4:0 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც “ოკლაჰომა” “დალასის” გამარჯვებულს შეხვდება. ტეხასელებმა სერიის ბოლო შეხვედრა მემფისში 116:95 მოიგეს. მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელშიც პოპოვიჩის შეგირდებმა 37:21 იმარჯვეს. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა მემფისელთა გამთამაშებელმა ლენს სტივენსონმა ჩააგდო. “სან ანტონიოში” 21 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა.

“კლივლენდმა” “დეტროიტს” სერია 4:0 მოუგო. “კავალიერსმა” მეოთხე მატჩში გასვლაზე 100:98 იმარჯვა. ლებრონ ჯეიმსმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 22 ქულა, 11 მოხსნა, კაირი ირვინგმა 31 ქულა ჩააგდო. “დეტროიტში” 24 ქულით მარკუს მორისი გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ჰიუსტონი 121:94 გაანადგურა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. თუმცა, მესამე და მეოთხე პერიოდი “მეომრებმა პირწმინდად მოიგეს. გუნდს ტრავმის შემდეგ სტეფ კარი დაუბრუნდა, მაგრამ პირველ ტაიმში უხერხულად დავარდა და როგორც ჩანს ტრავმა გაიმიზეზა, კარიმ შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. “გოლდენს სტეიტს” ტომპსონმა 23 ქულით და იგუადალამ 22 ქულით ულიდერეს. სერიას “მეომრები” 3:1-ს იგებენ.

“მემფისი” – “სან ანტონიო” 95:116 (19:25, 26:22, 21:37, 29:32)

https://www.youtube.com/watch?v=Alf4S8qCIBA

“ჰიუსტონი” – “გოლდენ სტეიტი” 94:121 (29:29, 27:27, 20:41, 18:24)

https://www.youtube.com/watch?v=ojvBdaPgLX4

“ბოსტონი” – “ატლანტა” 104:95 (24:21, 22:27, 24:25, 22:19. Oო.ტ. 12:3)

https://www.youtube.com/watch?v=Ocx6eIQgWB4

“დეტროიტი” – “კლივლენდი” 98:100 (28:25, 24:28, 26:28, 20:19)

https://www.youtube.com/watch?v=gvdltvwRYB8

თეგებიNBA
0.149181