ფეხბურთი

2:31 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა უდანაკარგო სვლა

ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში სამივე ლიდერმა იმარჯვა და მოწინავე პოზიციებზე კვლავ არაფერი შეცვლილა. “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” 82-82 ქულა აქვთ, თუმცა კატალონიური გრანდი ურთიერთშეხვედრების ხარჯზე პირველზეა, ხოლო “რეალს” 81 ქულა აქვს.

“ბლანკოსის” “ქამბექი” მადრიდულ დერბიში

პირველ წრეში “რეალმა” საკუთარ მოედანზე “რაიო ვალეკანო” 10:2 გაანადგურა. შესაბამისად, მასპინძლები გუშინ ძალიან მოტივირებულნი იყვნენ და ეს საწყის 25 წუთში გატანილ ორ უპასუხო ბურთზე აისახა. მე-7 წუთზე მარცხენა ფლანგზე ბებეს შესანიშნავ თამაშს ემბარბას გოლი მოჰყვა, ხოლო 7 წუთში მიკუმ კეილორ ნავასს ახლო მანძილიდან გაუტანა.

ამის შემდეგ, “რაიომ” უკან დაიხია, რაც შეცდომა აღმოჩნდა. პაკო ხემესის გუნდის უსუსტესი რგოლი დაცვა რომაა ეს გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა. 35-ე წუთზე გარეტ ბეილმა თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა და ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმმა სტუმართა სრული უპირატესობით ჩაიარა და ანგარიშიც მალე გათანაბრდა. 52-ე წუთზე ტრავმირებული ქარიმ ბენზემას ნაცვლად გამოსულმა ლუკას ვაზკესმა ზუსტი თავურით წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი კი გარეტ ბეილის ანგარიშზეა, რომელმაც ქუინის უხეში შეცდომით ისარგებლა და 81-ე წუთზე დუბლი გაიფორმა – 2:3.

მოკრძალებული გამარჯვება

“ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის წინ გარკვეულწილად ძალები დაზოგა და მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვება მაინც მოახერხა.

შეხვედრამ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ერთადერთი ბურთი 62-ე წუთზე გავიდა, რომელიც შეცვლაზე შემოსული ანხელ კორეას ანგარიშზეა – 1:0.

“ბარსელონა” დაბრუნდა

“ბარსელონამ” ჩავარდნა უკან მოიტოვა და უკანასკნელ 4 დღეში გამართულ 2 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა.

“ბლაუგრანამ” პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი ბურთი გატანა მოახერხა, რომელიც ლიონელ მესის ანგარიშზეა, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქე არ დაინდეს და კიდევ 5-ჯერ დააწყებინეს ცენტრიდან თამაში.

ზედიზედ მეორე მატჩში პოკერი გაიფორმა ლუის სუარესმა. მან ორი პენალტი გაიტანა, ხოლო კიდევ ერთი 11-მეტრიანი ნეიმარს დაუთმო, რომელმაც ასევე ზუსტად შეასრულა – 6:0.

“სევილიამ” გამარჯვების გემო დერბიში გაიხსენა

“სევილიამ” ქალაქურ დერბიში “ბეტისს” უმასპინძლა, 3 ქულა მოიპოვა და ევროპა ლიგის საგზურს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

როგორც ყოველთვის, დერბი უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. იყო ნერვების თამაში, დაძაბულობა და ბევრი ყვითელი ბარათი. სათამაშო უპირატესობას კი, მასპინძლები ფლობდნენ და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

“დალაქები” 66-ე წუთზე კევინ გამეირომ დააწინაურა, რომელმაც მიმდინარე ლა ლიგაში მე-16 გოლი გაიტანა, ხოლო მე-80 წუთზე კოკემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა ტაბლოზე – 2:0.

ქარს გატანებული შანსი

87-ე წუთამდე “ლევანტე” საკუთარ მოედანზე ვიქტორ კასადედუსისა და ხაბიერ ეჩიტას ავტოგოლებით უგებდა “ბილბაოს”, თუმცა დარჩენილ დროში მარკელ სუსაეტამ და მიკელ სან ხოსემ მარინიოს ორი ბურთი გაუტანეს და “ბაყაყები” თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნენ – 2:2.

ზავი “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე”

ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა “ხეტაფემ” საკუთარ მოედანზე უმოტივაციო “ვალენსია” მიიღო და დიდი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ქულას გამორჩა.

უგოლო ტაიმის შემდეგ სტუმრები საჯარიმო დარტყმით დანიელ პარეხომ დააწინაურა. თუმცა, მასპინძლებმა გონს მოსვლა მალე მოახერხეს: 59-ე წუთზე მედრანმა გაათანაბრა, ხოლო 9 წუთში აიმენ აბდენურის შეცდომით შეცვლაზე შემოსულმა სცეპოვიჩმა ისარგებმა და ”ხეტაფე” დააწინაურა. “ღამურებმა” გათანაბრება 84-ე წუთზე მოახერხეს – ალვარო ნეგრედოს შესანიშნავ თამაშს პაკო ალკასერის გოლი მოჰყვა – 2:2.

ლაღი კანარელები

სეზონის მეორე ნახევარში “ლას პალმასი” შესანიშნავად ათამაშდა და სრულიად დამსახურებულად იმყოფება ცხრილის ზედა ნაწილში.

35-ე ტურის გახსნით მატჩში კანარელებმა “ესპანიოლს” უმასპინძლეს და 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს. “ყვითლები” ტაიმის ბოლოს ნაბილ ელ ჟარმა დააწინაურა, ხოლო მეორე ნახევარშიი ვიერამ, ბიგასმა და ვაკასომ იხეირეს – 4:0.

“ლას პალმასმა” ლა ლიგაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა.

“ეიბარმა” მიზანი შეასრულა, “დეპორტივო” - მიუახლოვდა

“იპარუაზე” გამართული “ეიბარისა” და “დეპორტივოს” დაპირისპირება ფრედ დასრულდა. მასპინძლებმა ამ ქულით ოფიციალურად გაინაღდეს ლა ლიგაში დარჩენა, ხოლო გალისიელებს ამისთვის 2 ქულა სჭირიდება.

შეწყვეტილი სერიები

“ვალენსიამ” 3-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

“სევილიამ” 5-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

ფერნანდო ტორესმა ზედიზედ მე-6 მატჩში ვეღარ გაიტანა.

“ვილიარეალმა” 2-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

მიმდინარე სერიები

“რეალმა” ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო, “ატლეტიკომ” – მე-5.

“ვალენსია” 4 მატჩია არ აგებს.

“მალაგა” და “დეპორტივო” 5 შეხვედრაა გამარჯვებას ვერ ახერხებენ.

“ვილიარეალი” 3 მატჩია ვერ იგებს.

საინტერესო ფაქტები

ლუის სუარესმა სამი დღის განმალობაში ორი პოკერი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანო რონალდუს 3 გოლით გადაუსწრო.

ურუგვაელი ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტიცაა, მას 15 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი, ხოლო მესისა და კოკეს – 13-13.

“რეალმა” მიმდინარე ლა ლიგაში რონალდუს გარეშე პირველი შეხვედრა ჩაატარა.

პაკო ალკასერმა ბოლო 2 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ლა ლიგაში უკანასკნელი 9 სევილიური დერბია, რაც მსაჯებს მინიმუმ 7 ბარათის ჩვენება უწევს გუნდებისთვის.

ლა ლიგის საუკეთესო ესპანელი ბომბარდირები არიც ადურისი, რუბენ კასტრო და ბორხა ბასტონი არიან, რომელთაც 17-17 გოლი აქვთ გატანილი.

დანი პარეხომ მიმდინარე ლა ლიგაში მეოთხე ჯარიმა გაიტანა.

ლას პალმასი – ესპანიოლი 4:0

გოლები: 1:0 ელ ჟარი (45+1), 2:0 ვიერა (49), 3:0 ბიგასი (56), 4:0 ვაკასო (75)

რაიო ვალეკანო – რეალი 2:3 (2:1)

გოლები: 1:0 ემბარბა (7), 2:0 მიკუ (14), 2:1;2:3 ბეილი (35;81), 2:2 ვაზკესი (52)

ატლეტიკო – მალაგა 1:0 (0:0)

გოლი: კორეა (62)

ბარსელონა – ხიხონი 6:0 (1:0)

გოლები: 1:0 მესი (12), 2:0;3:0;4:0;6:0 ლ.სუარესი (63;74 პენ. 76 პენ. 88) 5:0 ნეიმარი (85 პენ.)
გაძევება: ვრანჟესი (84 ხიხ.)

ეიბარი – დეპორტივო 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ადრიანი (8), 1:1 კარტაბია (71)

ლევანტე – ბილბაო 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 კასადედუსი (13), 2:0 ეჩიტა (67), 2:1 სუსაეტა (87), 2:2 სან ხოსე (90)

სევილია – ბეტისი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 გამეირო (66), 2:0 კოკე (80)

ხეტაფე – ვალენსია 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 პარეხო (48), 1:1 მედრანი (59), 2:1 სცეპოვიჩი (68), 2:2 ალკასერი (84)

ვილიარეალი – სოსიედადი 0:0

თეგებილა ლიგა
0.212701