საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის 8-გზის ჩემპიონია. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა ოქროს მედალი რუსეთის ქალაქ ყაზანში გამართულ ევროპირველობაზე, მასპინძელთა ნაკრების 3:2 ძლევით მოიპოვა.
ფინალის გზაზე საქართველოს ნაკრებმა სამი იოლი გამარჯვება იზეიმა. უნგრეთს 5:0 მოუგო, ხოლო საბერძნეთსა და პოლონეთს – 4:1.
საჩემპიონო ბრძოლაში ქართულ გუნდს ოქროს ქულები ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მოუტანეს.