ფეხბურთი

20:40 | 24.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პულიშიჩმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგის ერთ სეზონში 2 გოლი გაიტანა.

17 წლის 7 თვის და 5 დღის ასაკში პულიშიჩმა გერმანიის ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა. ხორვატიის და აშშ-ს ორმაგი მოქალაქეობის მქონე კრისტიანმა თავი "შტუტგარტთან" 31 ტურის მოგებულ მატჩში გამოიჩინა. მანამდე კი ერთი გოლი "ჰამბურგს" წინა ტურში გაუტანა.

პულიშიჩი აშშ-ს ნაკრების მაისურით პირველად 30 მარტს გვატემალასთან მოგებულ (4:0) მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გამოჩნდა და 9 წუთი ითამაშა.

როგორც Yahoo Sport-ი იუწყება, პროგრესირებად ფეხბურთელს იურგენ კლინსმანი კოპა ამერიკის საიუბილეო ტურნირზე წაიყვანს, რომელიც ზაფხულში აშშ-ში გაიმართება.

0.114542