ჭადრაკი

18:15 | 24.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია პირველივე ტურში

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო ლეგენდარული ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის თასის ტრადიციული გათამაშება.

ასპარეზობა 2 ტურნირად მიმდინარეობს: A ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგით 2001 და ზევით, ასევე ფიდეს წოდებიანები) და B ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგით 2000 და ქვევით, ურეიტინგოები).

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი A ტურნირი განსაკუთრებით ძლიერი შემადგენლობით გამოირჩევა. მონაწილეთა შორის არიან: ბაადურ ჯობავა, კირილ გეორგიევი (ბულგარეთი), სერგეი ჟიგალკო (ბელარუსი), ევგენი რომანოვი (რუსეთი), ემილ სუტოვსკი (ისრაელი), ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები: მაია ლომინეიშვილი და სოფო ხუხაშვილი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ნინო ხურციძე, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ნინო ხომერიკი და სხვა.

სულ ასპარეზობაში მონაწილეობას 9 ქვეყნის (საქართველო, ისრაელი, რუსეთი, უკრაინა, რუსეთი, შოტლანდია, ბულგარეთი, ბრაზილია,ს ომხეთი) 69 მოჭადრაკე იღებს.

პირველ ტურს სენსაციების გარეშე არ ჩაუვლია. სატურნირო რეიტინგ სიის მეოთხე ნომერი, საერთაშორისო დიდოსტატი კირილ გეორგიევი დაამარცხა დავით ლომსაძემ. ფრედ დაასრულდა: სოფო ხუხაშვილი-ბაადურ ჯობავას და სერგეი ჟიგალკო-შანტ სარგსიანის პარტიები.

0.115644