24 აპრილს მონღოლეთში მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირის ბოლო დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავიდნენ. 65 კგ-ში ზურაბ იაკობიშვილმა ფინალში გააღწია და ოლიმპიური საგზურიც გაინაღდა.
ქართველმა ფალავანმა საფინალო გზეზე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი სომეხი დავიდ საფარიანი 4:1 დაამარცხა, ფრანგ იური სიემაკინს 3:1 სძლია. ხოლო ნახევარფინალში ბულგარელი ბორისლავ ნოვაჩკოვი დაჯაბნა – 5:4. ფინალში ქართველი მოჭიდავე ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ადამ ბატიროვთან 1:3 დამარცხდა.
ამრიგად, საქართველოს თავისუფალთა ნაკრები რიო დეჟანეიროში სრული გუნდით (6 სპორტსმენი) იასპარეზებს.
www.wrestling.ge