საქართველოს 18 და 20-წლამდე ნაკრებთა გაერთიანებული გუნდი, რომელიც ჩინეთში, „ატლას 2016“-ის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში თამაშობს, ამჯერად, მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და 75:88 წააგო.
ტურნირის პირველ დღეს ჩინელებმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან მხოლოდ 1 ქულით წააგეს. აზიელთა ნაკრები ძალიან პერსპექტიულია და გუნდის წევრთა ნახევარი მინიმუმ 2 მეტრია.
შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბრად წარიმართა, მესამე მეოთხედშიც ვერ გამოიკვეთა ლიდერი. მასინძლებმა ბოლო ათწუთეულში 11 ქულით იმარჯვეს და საბოლოოდ 88:75 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებში 29 ქულით გამორჩეული შედეგი დააფიქსირა დავით ლომიძემ, რომელმაც 14 ცდიდან 7 სამქულიანი ჩააგდო. მეორე ქართველი, რომელიც 10-ქულიან თამასას ასცდა, ლუკა ზაქრაძე გახლდათ. „მაკაბის“ 20-წლამდელთა გუნდისა და სუპერლიგელი „დინამოს“ წევრმა 15 ქულა დააგროვა.
დღეს, 24 აპრილს, საქართველოს ნაკრები კვლავ ლიტვას დაუპირისპირდება, რომელთანაც გუშინ 60:69 წააგო.
18/20-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი „ატლასი 2016“
ჩინეთი – საქართველო 88:75 (20:20, 19:21, 23:19, 26:15)
საქართველო: გოგობერიშვილი (2), გოგნაძე (9), ფიფია, ლომიძე (29), ფევაძე (2), გვიანიძე, ცხოვრებოვი, კორსანტია (2), რევაზაშვილი (7), ზაქრაძე (15), გიორგაძე (9).
www.gbf.ge