გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის სამი შეხვედრა გაიმართა.
“შარლოტ ჰორნეტსმა” საკუთარ დარბაზში “მაიამის” 96:80 მოუგო.მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ჯორდანის გუნდმა 26:14 მოიგო. “ჰორნეტსმა” მაიმელები გუნდური კალათბურთით დაამარცხეს. ექვს კალათბურთელს მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჰქოდნა ჩაგდებული, მათ შორის ყველაზე მეტი 18 ქულა ჯერემი ლინმა ჩააგდო. მაიამელთა რიგებში 19 ქულით დენგი გამოირჩა, ჰასან უაიტსაიდმა ორმაგი დუბლი გაიფორმა 13 ქულა, 18 მოხსნა, 4 ბლოკ-შოტი. სერიას “მაიამი” 2:1-ს იგებს. მეოთხე შეხვედრა 26 აპრილს “შარლოტ ჰორნეტსის” დარბაზში თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.
“პორტლენდმა” შინ “კლიპერსს” 96:88 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო წუთები აღმოჩნდა, “კლიპერსი” 85:81 იგებდა, თუმცა პორტლენდელებმა 8-ქულიანი გაქცევა გაუკეთეს და 89:85 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც კიდევ 7-ქულიანი გაქცევა გააკეთეს, რამაც საბოლოოდ სერიაში პირველი გამარჯვება მოუტანათ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “პორტლენდის” ლიდერი დამიენ ლილარდი გახლდათ, რომელმაც გუნდს 32 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა. კლიპერსში კრის პოლი 26 ქულით, 9 პასით, 3 მოხსნით და 3 ჩაჭრით გამოირჩა. “კლიპერსი” სერიას 2:1-ს იგებს. მესამე შეხვედრა პორტლენდში 26 აპრილს თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.
“შარლოტ ჰორნეტსი” – “მაიამი” 96:80 (29:28, 20:16, 26:14, 21:22)
https://www.youtube.com/watch?v=E7ODmXx0zcE
“დალასი” – “ოკლაჰომა” 108:119 (18:33, 30:24, 31:32, 29:30)
https://www.youtube.com/watch?v=mhaiC5ib6uo
“პორტლენდი” – “კლიპერსი” 96:88 (22:19, 27:21, 21:27, 26:21)
https://www.youtube.com/watch?v=1CCuf9r8ucw