"პარი სენ ჟერმენმა" საფრანგეთის ლიგის თასის ზედიზედ მესამედ მოიგო. ფინალში ლორან ბლანის შეგირდებმა "ლილი" 2:1(VIDEO) დაამარცხეს.
ანგარიში ხავიერ პასტორემ მე-40 წუთზე გახსნა და შესვენების შემდეგ 4 წუთშივე ჯიბრილ სიდიბემ გაათანაბრა. 70-ე წუთზე ადრიენ რაბიომ მეორე ყვითელი ბარათი მიირო და პსჟ მოედანზე კაცნაკლული დარჩა. მიუხედავად ამისა, "ლილიმ" მაინც ვერ შეძლო მეტოქის ძლევა, პირიქით 74-ე წუთზე ანხელ დი მარიამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ხავიერ პასტორე აღიარეს.
გასული სეზონის ფინალში ბლანის შეგირდებმა "ბასტია" 4:0 დაამარცხეს, 2013/14 წლების სეზონში კი "ლიონს" 2:1 სძლიეს. პსჟ-მ ლიგა 1-ს ჩემპიონი ვადაზე ადრე გახდა, მესამე ტიტულის მოსაპოვებლად კი იბრძოლებს საფრანგეთის თასზე, სადაც 21 მაისს "მარსელს" დაუპირისპირდება.