ფეხბურთი

23:31 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის "კოლხეთმა" ვლადიმირ კორობკა გაიფორმა

ფოთის "კოლხეთმა" უკრაინელ ნახევარმცველ ვლადიმირ კორობკას კონტრაქტი გაუფორმა. კორობკა ერთი კვირის წინ ჩამოვიდა ფოთში და გუნდთან ერთად ვარჯიშობდა.

ეს ფეხბურთელი 26 წლისაა და კარიერად "დნიპროში" იწყებდა, თუმცა იქ ფეხი ვერ მოიკიდა და ყველაზე დიდხანს სიმფეროპოლის "ტავრიაში" თამაშობდა. იყო ასევე "ვოლგარში", ზაპოროჟიეს "მეტალურგში", "ტიუმენსა" და "ვიტებსკში".

როგორც"კოლხეთის" სპორტულმა დირექტორმა ლაშა ჯაკობიამ გვითხრა, კორობკას სეზონის ბოლომდე გაუფორმეს კონტრაქტი და მერე შესაძლოა გაუგრძელდეს. უკრაინელი განაცხადში შეიყვანეს და დიდი ალბათობით, ხვალ დებიუტი ექნება თბილისის "დინამოსთან".

0.118959