"ლესტერის" ფეხბურთელები პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე ვერტმფრენით გაემგზავრებიან. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
"მელიები" 24 აპრილს შინ "სუონსის" დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება. საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაზე წარდგენილი რიად მაჰრეზი, ნგოლო კანტე და ჯეიმი ვარდი თამაშის შემდეგ დედაქალაქში პირდაპირ ვერტმფრენით გაემგზავრებიან.
აღნიშნულ ფეხბურთელებთან ერთად საუკეთესოობაზე პრეტენზიას დიმიტრი პაიე ("ვესტ ჰემი"), მესუთ იოზილი ("არსენალი") და ჰარი კეინი ("ტოტენჰემი") აცხადებენ.