ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბოლნისის „სიონს“ შორის ეროვნული ჩემპიონატის 26-ე ტურში გასამართ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დაესწრება.
მატჩი 24 აპრილს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება. როგორც „ტორპედოს“ პრესსამსახური იტყობინება, ფეხბურთის ფედერაციის თხოვნითა და ეროვნული გუნდის თავკაცის ინტერესის გათვალისწინებით, შეიცვალა თამაშის დაწყების დრო და შეხვედრა, წინასწარ დაგეგმილი 18:00 საათის ნაცვლად, ერთი საათით გვიან, 19:00 საათზე დაიწყება.